უამინდობის შედეგად დაზიანებული მაღალი ძაბვის ხაზის გამო ამ დროისთვის ბათუმს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება. ამ ეტაპზე ელექტრომომარაგების ადგილობრივი სამსახური მუშაობს იმაზე, რომ ბათუმში ყველა მნიშვნელოვან ობიექტს ელექტროენერგია აღუდგეს. ელექტროენერგია არ მიეწოდება წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის მუნიციპალიტეტებსაც.
წუხელ ბათუმში მოსულმა თოვლმა გადაადგილების პრობლემაც შექმნა. ამ დროისთვის გაუწმენდავია ქალაქის თითქმის ყველა ქუჩა. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ტექნიკა მუშაობს, ქუჩებში გადაადგილება ჭირს.
ბათუმში ამჟამადაც გადაუღებლად თოვს.