“ფეხით სასიარულო გზაზე თოვლი და წყლებია და თითქმის შეუძლებელია მოძრაობა. სამანქანო მოძრაობაც, როგორც ხედავთ, შეზღუდულია. თოვა კი არ წყდება და რამე უნდა გააკეთონ, თორემ უფრო რთულდება ყველაფერი,” – ამბობს ქუთაისში მცხოვრები ნინო ჭიჭინაძე.
როგორც ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ამ დროისთვის ქალაქის ცენტრალური ნაწილში საავტომობილო გზა გასუფთავებულია. მათივე თქმით, ამ წუთებში მარილის დაყრა მიმდინარეობს
„გუშინ ღამის შემდეგ, როცა უკვე მოვიდა ქალაქში დიდი ნალექი, კეთილმოწყობის სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მთელი ღამე ხდებოდა გზების გაწმენდა და დილით ჩვენ უკვე გვაქვს ცენტრალური მაგისტრალური ნაწილი, სამანქანო გზა გაწმენდილი, დარჩენილია მხოლოდ ზოგიერთი გარეუბანი, შიდა ქუჩები, ეს ძირითადად ეხება გორის მონაკვეთს და საფიჩხიის გარკვეულ მონაკვეთს. ახლა მიმდინარეობს მარილის დაყრა, მიმდინარეობს გაწმენდა. როგორც კეთილმოწყობის, ასევე, საგანგებო სიტუაციათა და დასუფთავების სამსახური ჩართულია ამ საქმეში, ჩართული არიან სხვა სამსახურებიც თავიანთი ფუნქციებიდან გამომდინარე. ასე რომ, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ.“






25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
