ახალი ამბები

მარგველაშვილი: თავიდან უნდა ავიცილოთ სხვა მხარის ჩარევა ჩვენს ევროპულ არჩევანში

9 დეკემბერი, 2013 •
მარგველაშვილი: თავიდან უნდა ავიცილოთ სხვა მხარის ჩარევა ჩვენს ევროპულ არჩევანში

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია იყო რეალისტი პოლიტიკოსი და იმ მიზნებს, რისი მიღწევაც მას სურდა, საქართველო ნელ–ნელა აღწევს:

 

“ზურა   საუბრობდა იმ რეალურ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას და ამ რეალური, ფრთხილი ნაბიჯებით ჩვენ მივედით იმ რეალობამდე, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ძალიან მკვეთრად განვსაზღვრეთ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ერი. იმისთვის, რომ ეს ნაბიჯები გავაღრმაოთ, ჩვენ გასავლელი გვაქვს კონკრეტული გზა, ახლა ეს გზა არის ერთწლიანი. ამ ერთწლიან გზაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ვილნიუსში. ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ჩვენი პარტნიორები გვხედავენ ჩვენ, როგორც გაფართოებული ევროპლული ოჯახის ერს. საქართველოს აქვს ის, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანას არ აქვს, ეს არის მთლიანობა , კონსენსუსი ჩვენი საზოგადოებისა, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, რომ საქართველოს გააჩნია ძალიან მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ნება იმისა, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მან ასევე ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რის წინაშეც შესაძლოა საქართველო დადგეს:


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

ჩვენ ვსაუბრობდით საშიშროებებზეც, ეს საუბარი გამომდინარეობს იმ გამოცდილებიდან, რაც ვნახეთ, სამწუხაროდ, როგორც ჩვენს ისტორიაში, ასევე ევროპის განვითარების ბოლო პერიოდში და მეორე მხრივ, იმიტომ, რომ ჩვენ რაციონალურად ვუყურებთ პროცესებს და ჩვენ ვხედავთ ყველა ნაბიჯს, რომელიც შესაძლებელია გადაიდგას იმისთვის, რომ ჩვენი ერის თვითგამოხატვის თავისუფლება იქნას შეზღუდული. ამაზე იყო სრული კონსენსუსი, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ბოლომდე ჩვენ გვერდით დგანან, რომ ისინი იმის მტკიცებაში არიან, რომ ერს უნდა ჰქონდეს თავისუფალი ნება, საით განვითარდეს და როგორ განვითარდეს. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ყველამ ნელ–ნელა უნდა იგრძნოს ის, რა ოჯახის წევრი ხდება, რა ეკონომიკური მონაპოვარია ეს ჩვენთვის, რა კულტურული მონაპოვარია, რომ ამ პროცესში ყველანაირად უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი სხვა მხრის ჩარევა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საბაბი, რადგან გვაქვს რეალური მხარდაჭერა და არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რამაც შესაძლოა საქართველოს არჩევანი შეცვალოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი