სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანების ადგილები ამ დროისთვის უკვე ნაპოვნია და დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები. მათივე ინფორმაციით, 2 დღეში მოხდება საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, გამონაკლისია აჭარის რეგიონი, სადაც ელექტროსისტემაში შექმნილი ვითარების გამოსწორებას 3 დღე დაჭირდება.
ამ დროისთვის ელექტროენერგია სრულად გათიშულია ხულოს, ქედის, ბაღდათისა და ვანის რაიონებში. ამ ეტაპზე არანაირი შეფერხება არ არის თბილისში და კახეთის რეგიონში.