დღეს, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ქართველი მხატვრის, ნინა პერის ნამუშევრების გამოფენა იხსნება.
ექსპოზიცია წარმოადგენს პორტრეტების თემატურ სერიას, რომელიც ასახავს პირობით სახეებს: ინგლისის მეფის ჰენრი VIII და მის ცოლებს, ასევე თემასთან დაკავშირებულ სხვა ნახატებს. გამოფენა აერთიანებს 15 ფერწერულ ტილოს, რომლებზეც მხატვარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. გამოფენა გაგრძელდება 29 მაისამდე.
მისამართი: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზირი 27.