ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ევროკავშირის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენთვის გადამწყვეტია

9 დეკემბერი, 2013 •
ღარიბაშვილი: ევროკავშირის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენთვის გადამწყვეტია

 

“ჩვენ ვალდებული ვართ სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯებით ვიაროთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, რათა ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი და გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამიტომ პარაფირება ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა საქართველოსთვის. ამ ხელშეკრულებით ჩვენ ვუერთდებით ისეთ საერთო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა. ასევე მნიშნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტიც, რომელიც ხელშეკრულების შემმადგენელი ნაწილია. 

 

ვილნიუსის სამიტზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი დავიწყეთ. ახლა ჩვენ გადავდივართ რეალური მოქმედებების ფაზაზე. მზად ვართ ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებები ისეთ კონკრეტულ საქმეეებად ვაქციოთ, რომელთა შედეგებსაც ჩვენი მოქალაქეები თავად იგრძნობენ და ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რომელსაც ევროპასთან დაახლოება მოგვიტანს.

 

ვილნიუსის სამიტის შემდეგ ჩვენი უმთავრესი მიზანია 2014 წლის სექტემბრისთვის ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ამ მხრივ ევროკავშირის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ევროკავშირის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, მეტი პოლიტიკური ჩართულობა გადამწყევიატია ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი