“ჩვენ არ მოვითხოვთ სასჯელს იმ პირებისთვის, ვინც უკვე ღმერთმა დასაჯა. ღმერთმა დასაჯა ისინი, როდესაც აზროვნება წაართვა მათ. რა თქმა უნდა, ჩვენ აღვადგენთ ძეგლს. ჩემი რჩევაა წაიკითხონ ლენინი, ვლადიმერ ილიჩის ნაწარმოები, რომელიც გამოცემის მიხედვით – მეორეა მსოფლიოში ბიბლიის შემდეგ. მათ ბეჭდავენ იმიტომ, რომ ლენინმა ჯერ კიდევ ასი წლის წინ გასცა ყველა კითხვას პასუხი,”- ამბობს პეტრე სიმონენკო, უკრაინის კომპარტიის ლიდერი.
გუშინ, 8 დეკემბერს კიევში გამართული აქციის დროს ლენინის ჩამოგდებული ძეგლის გამ, მილიციამ საქმის გამოძიება “მასობრივი არეულობების” მუხლით აღძრა, თუმცა, როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ამ დროისთვის (08:00 ადგილობრივი დროით) დაკავებული არავინაა.
კვირას გამართულ აქციაზე, მოქალქეების ჯგუფმა ლენინის ძეგლი ჩამოადგო. აქციის მონაწილეებმა კიევში, ბესარაბიის მოედანზე მდებარე ლენინის ძეგლის ჩამოგდება 1 დეკემბერსაც სცადეს, თუმცა მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა ძეგლს ალყა შემოარტყა.
ამ დროისთვის კიევის ცენტრი მომიტინგებს აქვთ დაკავებული. პარალიზებულია საავტომობილო გადაადგილება დედაქალაქში. აქციები უკრაინაში 21 ნომბბრის შემდეგ მიმდინარეობს. ქვეყანაში მასობრივი წინააღმდეგობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.