ახალი ამბები

ნინო ქადაგიძე: დღეს აღინიშნება ზურაბ ჟვანიას ღვაწლი ევროინტეგრაციის პროცესებში

9 დეკემბერი, 2013 •
ნინო ქადაგიძე: დღეს აღინიშნება ზურაბ ჟვანიას ღვაწლი ევროინტეგრაციის პროცესებში

კონფერენციას ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე ესწრება:

“მე ძალიან მოხარული ვარ იმიტომ, რომ ეს არის ძალიან საქმიანი კონფერენცია ევროინტეგრაციაზე და ეძღვნება ვილნიუსის სამიტის შედეგებს. ზურა ალბათ სწორედ ისეთი ადამიანია, რომელსაც ასეთი იუბილე უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნება ზურას ღვაწლი და მისი მონაწილეობა ამ პროცესების ინიცირებაში. საღამოს ასეევ იქნება კლასიკური მუსიკის კონცერტი კონფერენციაში”, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ კონფერენციის დაწყებამდე. მან ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს:

 

“არ შეიძლება დღეს აქ იყო და არ გამოუცხადო მხარდაჭერა უკრაინელებს , მე დარწმუნებული ვარ, ზურა ცოცხალი რომ იყოს, ამას აუცილებლად გააკეთებდა”, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი