ახალი ამბები

პატრულის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 დეკემბერი, 2013 •
პატრულის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 2 დეკემბერს ნაძალადევის მეტროს ქვედა ვესტიბიულში პატრულ-ინსპექტორი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ცივი იარაღით ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა ირაკლი ბ. თელავის რაიონის სოფელ წინანდალში  დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი