ახალი ამბები

მოსალოდნელი ამინდი და შეზღუდვები გზებზე

9 დეკემბერი, 2013 •
მოსალოდნელი ამინდი და შეზღუდვები გზებზე

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ისევ მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. რაც შეეხება ტემპერატურას, დღისით +7 და ღამით -6 გრადუსამდეა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში, ღამით, -18-მდეც მიაღწევს.


ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა.


ცენტრის ინფორმაციით, თოვლი და ქარბუქი იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც, სადაც ტემპერატურა -10, -15 გრადუსს მიაღწევს.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის ცნობით, თბილისში დღეს და ხვალ თოვლია მოსალოდნელი. 

 

უამინდობის შედეგად მაღალი ძაბვის ხაზის დაზიანების გამო ამ დროისთვის ბათუმს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ ეტაპზე ელექტრომომარაგების ადგილობრივი სამსახური მუშაობს იმაზე, რომ ბათუმში ყველა მნიშვნელოვან ობიექტს ელექტროენერგია აღუდგეს. ელექტროენერგია არ მიეწოდება წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის მუნიციპალიტეტებსაც.

 

ნუგზარ გასვიანის, საავტომობილი გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის განმარტებით, ამინდის გამ, შეზღუდვებია გზებზეც. ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამ, შეზღუდვებია რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთსა და ნაქერალას უღელტეხილზე. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი