“ქართულმა მარშმა” 17 მაისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია გააუქმა. “ნეტგაზეთს” მარშის პრესსამსახურში უთხრეს, რომ აქციის გაუქმების მიზეზი ლგბტ აქტივისტების გადაწყვეტილება გახდა, რის მიხედვითაც ისინი ხვალ აქციას აღარ გამართავენ.
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღდეგო აქცია, რომელიც 17 მაისს უნდა გაემართა ლგბტ აქტივისტებს, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, აღარ ჩატარდება.
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეა. თუმცა, 2014 წლიდან საპატრიარქომ ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.