10:00 სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო საახალწლო გამოფენა-გაყიდვას გახსნის.
10:30 , სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საახალწლო გამოფენა-გაყიდვას დაესწრებიან.
10:50 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს.
თემა: თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით ინტერპარტიული საბჭოს შექმნა.
11:00 ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები”, სასტუმრო “ვერე პალასში” კონფერენციას გამართავს
თემა: “სამშენებლო პოლიტიკა და 9–წლიანი მმართველობის გავლენა თბილისის არქიტექტურულ იერსახეზე”,.
მის: ქუჩიშვილის ქ. #24/8
საკონტაქტო პირი სოფიო აზარიაშვილი – 551 08 18 03
12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: თვითმმართველობის კოდექსის განხილვა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
12:00 არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრი” პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”; “ებრაელი ერის დღესასწაულ ხანუქას ვანდალური დარბევა”.
მის: პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქ. #4
საკონტაქტო პირები: ირაკლი ღლონტი – 591 51 99 51 ან/და 599 28 10 24; გიორგი ჭილაშვილი 5 93 41 11 41
12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: პატიმრების შიმშილობა.
13:00 სასტუმროში “ქორთიარდ მარიოტში” “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატთა ერთიანი კოალიცია მხარდამჭერებს შეხვდებიან და ადვოკატის პროფესიის განვითარების შესახებ საკუთარი პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ.
13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: სამართლიანობის აღდგენა, ხარვეზების შემსწავლელი კომისია.
13:00 საფეხბურთო ჩემპიონატი Red Bull Winning 5 – საქართველოს ფინალი გაიმართება
მის: დიღმის ველოდრომი
14:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: თვითმმართველობის კოდექსის განხილვა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
14:15 “რეპორტიორის” პრესკლუბში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: თვითმმართველობის კოდექსი – საპატრიაქროსა და არასაპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებები.
17:00 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული “კლუბი 93-ე აუდიტორია” და გამომცემლობა “საუნჯე” მერაბ შათირის (შათირიშვილის) შემოქმედებით საღამოს გამართავს.
თსუ-ის I კორპუსი, სააქტო დარბაზი
17:30 “კავკასიურ სახლში” პროგრამის – “კავკასიის სიმბოლური სასამართლო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და სამოქალაქო მოსმენები კავკასიის ქვეყნების დემოკრატიის სამსახურში” ფარგლებში სამოქალაქო მოსმენა გაიმართება.
მის: გ. ტაბიძის ქ. #20