ახალი ამბები

იუსტიციის სახლის დროებითი სერვის–ცენტრები შაბათ–კვირასაც იმუშავებს

6 დეკემბერი, 2013 •
იუსტიციის სახლის დროებითი სერვის–ცენტრები შაბათ–კვირასაც იმუშავებს

შაბათს დროებითი ფილიალები მომხმარებელს 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურება, ხოლო კვირას- 10:00-დან 15:00 საათამდე.

 

“მოქალქეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ დაჩქარებული სერვისებითაც. გამონაკლისს წარმოადგენს ბიზნესისა და ქონების რეგისტრაცია, რომელზეც მხოლოდ დაჩქარებული (1 და 2-დღიანი) სერვისები იქნება შეზღუდული, სტანდარტული ვადებში მომსახურების მიღებაზე განაცხადის გაკეთება კი მომხმარებელს ჩვეულებრივ შეეძლება”, – ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

 

უამინდობის გამო დაზიანებული თბილისის ისუტიციის სახლის ნაცვლად მომხმარებლებს შეუძლიათ მიაკითხონ ჩუბინაშვილის ქუჩის #68-ში და აღმაშენებლის მე-10 კილომეტრზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროში განთავსებულ დროებით სერვისცენტრებს, მზა დოკუმენტაციის მისაღებად კი, დედაენის ბაღში მდებარე სერვისცენტრს.

 

საჯარო რეესტრის ძირითადი სერვისების მიღება,საბუთების ჩაბარება და დოკუმენტების მიღება კი შესაძლებელია თბილისის ავტორიზებულ ყველა ნოტარიუსთან, ლიბერთი ბანკის 27 და საქართველოსბანკის 10 ფილიალში.

 

თბილისის იუსტიციის სახლის სახურავი დაზიანდა
თბილისის იუსტიციის სახლის სახურავი დაზიანდა

მასალების გადაბეჭდვის წესი