“რაც შეეხება ნატოს, მე გახლავართ აშშ–ის ყოფილი ელჩი ნატოში. ვამაყობ იმ როლით, რომელსაც თამაშობს საქართველო, როგორც მტკიცე პარტნიორი ჩვენი ალიანსისა. შესანიშნავ მამაცობას იჩენენ ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ნატოს მისიაში ავღანეთში მონაწილეობენ. ჩვენ ველით, რომ საქართველო წინ წაიწევს და ერთ დღეს გახდება ნატოს წევრი. რაც შეეხება სამიტს, რომელიც სეექტემბერში უნდა გაიმართოს, შეერთებული შტატების და ნატოს მკაფიო გზავნილი იქნება ის, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა მოხდეს ალიანსის სტანდარტების და მოთხოვნების დაკმაყოფილება და სექტემბერში შევაფასებთ, თუ სად არის საქართველო”, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

 

ვიქტორია ნულანდი, რიჩარდ ნორლანდი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *