ამის შესახებ დუშან უჰრინმა დღეს “დინამო არენაზე” მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ჩეხი სპეციალისტი სამშობლოში ბრუნდება, სადაც “პლზენს” ჩაუდგება სათავეში. ამ საკითხზე თბილისის “დინამოს” ყოფილი მწვრთნელი ვრცლად 6 დეკემბერს, 13.00 საათზე, სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

დუშან უჰრინი თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად 2012 წლის ივნისში დაინიშნა.  თბილისის დინამომ 2012-2013 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონობა, საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო.


5 დეკემბერს  თბილისის “დინამომ” ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *