აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მამუკა მღვდელაძე „საქართველოს აპტრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოჩა თევდორაძის კულუარულ პოლიტიკას ასახელებს.
„კომისიის დატოვება არის დემონსტრირება იმისი, რომ კულუარულ პოლიტიკას უნდა გავემიჯნოთ და იმ პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება გოჩა თევდორაძეს. კარგა ხანია მე ძულებითი პარტნიორობა მიწევს, რომელიც უფრო დიდი მიზნების გამო სამზარეულოდან ამდენი ხნის განმავლობაში არ გამოსულა. ეს იყო „ნაციონალების“ ბალანსის შეცვლა და შენარჩუნება. ეს იყო მერების შერჩევა, ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზედმეტი აურზაურის გარეშე მისვლა. კულუარული პოლიტიკა უნდა დასრულედეს, რომლის მთავარი შემოქმედი ყოველთვის გოჩა თევდორაძე იყო, არის და იქნება. ასეთ პოლიტიკას ყოველთვის გაურკვევლობაში და დაძაბულობაში მივყავართ, მივყავართ რაღაც ფორმულებში, რომ კვოტირება მოხდეს და ამ კვოტირებით განხორციელდეს გადაწყვეტლილებების მიღება და მე ვემიჯნები მე ამ ყველაფერს.”
თავის მხრივ გოჩა თევდორაძე ამტკიცებს, რომ მღვდელაძეს აღნიშნული განცხადება თავისი ინიციატივით არ გაუკეთებია და აღნიშნავს, რომ კომისიამ, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობის ვაკანტური თანამდებობები უნდა დაეკომპლექტებინა, უკვე მუშაობა დაასრულა:
„ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ახალგაზრდა კაცს ასეთი განცხადება გააკეთებინეს. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ კომისიამ ფაქტობრივად დაასრულა მუშაობა, კომისიის მიერ უკვე კენჭნაყრელია ყველა კანდიდატურა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ მთავარი სპეციალისტების კანდიდატურების განხილვაა გადადებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. კომისიამ მუშაობა დაასრულა და ამის შემდეგ გააკეთა მღვდელაძემ განცხადება. ცუდია, რომ ასეთ განცხადებას აკეთებინებენ და მე ვფიქრობ, რომ იმ ხალხის ხელი ურევია ამაში, ვისაც დღეს უნდა, რომ გარკვეულწილად ჩამოიწმინდონ საკრებულოში განხორციელებული ქმედებები.“
მუდმივმოქმედ საკონკურსო საატესტაცო კომისიაში ამჟამად 6 წევრია, ესენი არიან: საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე, ასოციაცია “საჩინოს” თავმჯდომარე ზურაბ ხურციძე, ნესტან ნებულიშვილი, ნინო დვალი და ნუგზარ კვირიკაშვილი.