“აღნიშნული სერვისცენტრი მხოლოდ სერვისის მიღების მიზნით დოკუმენტაციის ჩაბარებას განახორციელებს, ხოლო მზა დოკუმენტების მიღება მომხმარებელს მხოლოდ დედაენის ბაღში მდებარე სერვისცენტრში შეეძლება. შეგახსენებთ, რომ სერვისები დაყოფილია ორ ნაწილად – საბუთების ჩაბარება სერვისის მიღების მიზნით და მოგვიანებით მზა დოკუმენტების მიღება. დოკუმენტაციის ჩაბარება ასევე შესაძლებელია აღსრულების ეროვნულ ბიუროში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი, 9:00საათიდან 21:00 საათამდე”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

უამინდობის გამო იუსტიციის სახლის სახურავი დაზიანდა, რის გამოც დროებით იუსტიციის სახლი არ მუშაობს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *