“საფრთხეების შემცველი თვითმართველობის კოდექსი არ ყოფილა, თუმცა ბოლო 3 დღის განმავლობაში უმრავლესობასა და მთავრობაში მიდიოდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე რამდენიმე ნორმა იქნა გადახედილი, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, როდესაც გაგრძელდება განხილვები, წარმოდგენილი იქნება უფრო მოდიფიცრებული და დახვეწილი ვარიანტი”, – განაცხადა ნარმანიამ და არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა შეიცვალა კანონპროექტში.
როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტიების ნაწილი კოდექსის მე–7 კარს აპროტესტებს, რომელიც მუნიციპლაიტეტებში გუბერანტორის ინსტიტუტთან მისი კონტროლისა და კოორდინაციის მიზნით, რეგიონალური გაერთიანებების შექმნას ითვალისწინებს. რეფორმის შესახებ განაცხადება ილია მეორემაც გააკეთა და თქვა, რომ ეს კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში ქვეყანას დაშლამდე მიიყვანს.
“საფრთხეები, რომელზეც იყო სუაბარი, არის არაარსებითი…. გამახვილდა ყურადღება სეპარატიზმის საფრთხზე და შესაბამის სამსახურებთან იყო გავლილი კონსულტაციები და შსს–ს რეკომენდაციები იქნა გათვალისიწნებული”.
ჟურნალისტების კითხვას, შეხვდა თუ არა იგი ილია მეორეს ან საპატრიარქოს წარმომადგენელს, მინისტრმა ასე უპასუხა:
“პატრიარქს არ შევხვედრივარ, თუმცა საპატრიარქოსთან მქონდა კომუნიკაცია პირადად. რამდნეიმე დღის წინ გამოვთქვი მზაობა, მომხდარიყო შესაბამისი კოდექსის განხილვა იმ ადამიანების წრესთან, ვისაც ჰქონდა შენიშვნები”, – განაცხადა მან და არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობდა ამ წრეში.
ასევე, ნარმანიამ უარყო უთანხმოება პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობასთან ამ კოდექსთან დაკავშირებით და განაცხადა:
“რაზეც ჩვენ შევთანხმდით ბოლო დღეების განმავლობაში, კეთდება შესაბამისი ფორმულირება და ის განიხილება პარლამენტში”.