მართლმადიდებელ სასულიერო პირებს შორის იყო მღვდელი დავით ისაკაძეც. “ებრაელ ხალხთან კი არა გვაქვს პრობლემა, დღესასწაულებთან გვაქვს პრობლემა”, – უთხრა პოლიციელებს მან.
თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენასთან ორმა მოქალაქემ პლაკატები ჩამოხია და დამონტაჟებული ტრიბუნა დააზიანა, რისთვისაც, შსს-ს ინფორმაციით, ისინი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.
სანამ სცენის დემონტაჟი არ დასრულდა, ათეულობით სამართალდამცავი იყო მობილიზებული თავისუფლების ტერიტორიაზე.

