ახალი ამბები

უკრაინის მთავრობა ოპოზიციასთან ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე სასაუბროდ მზადაა

5 დეკემბერი, 2013 •
უკრაინის მთავრობა ოპოზიციასთან ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე სასაუბროდ მზადაა

“მე ვუშვებ იმას, რომ როდესაც ჩვენ მოლაპარაკებათა საერთო მაგიდასთან დავსხდებით, ასეთი წინადადებები შეიძლება წამოვიდეს მათი მხრიდან. მივიჩნევ, რომ ჩვენ მათ განსახილველად მზად ვართ,”– აცხადებს არბუზოვი. 

 

იქამდე კი უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი აზაროვმა ოპოზიციის წარმომადგენლებს იმ დელეგაციის წევრობა შესთავაზა, რომელიც გაემგზავრება ევროკავშირში ასოცირების შეთანხმების საკითხების განსახილველად. 

 

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქვეყნის ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულების პროცესის მზადების შეჩერებას გულისხმობს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი