ახალი ამბები

5 დეკემბერი – ანონსი

5 დეკემბერი, 2013 •
5 დეკემბერი – ანონსი

10:00 – გაიმართება საქართველოს მთავრობის სხდომა.

 

10.00 – სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა  (GIZ) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია – „ფინანსების მართვის ეფექტიანობა საჯარო სექტორში“.

 

10:00 – სასტუმრო “რედისონში” სსიპ “დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის” პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, ასევე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი.

 

11:30 – პირველის ” სტუმარი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ დოლიძე

მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული; საკონტაქტო ნომერი: 595 01 82 45

 

11:30 –  პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს

თემა: თვითმართველობა და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

 

12:00 – პირველის პრესკლუბში უცხოელი ბიზნესმენები ბრიფინგს გამართავენ

თემა: ძველი ხელისფლების ზეწოლა ბიზნესზე და ახალი ხელისუფლების პირობებში საქმის გაჭიანურება

მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული; საკონტაქტო ნომერი: 595 01 82 45

 

12:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბის სტუმარი იქნება უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი.

ბრიფინგის თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

 

 

12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პრესკონფერენციას გამართავს

თემა: ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები

 

12:00- თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ისრაელის კინოფონდის აღმასრულებელი, დირექტორი და პროდიუსერი კატრიელ შორი გამართავს მასტერკლასს პროდიუსერებისთვის “იდეიდან პოსტერამდე.”

 

12:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ქუთაისის საკრებულოს წევრები ქუთაისის საკრებულოში სკანდალურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ

 

13:00 – ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა სახლში, ეროვნული სატყეო სააგენტო ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან ერთად, კორპორატიულ კალენდარზე მუშაობას იწყებს. კალენდრის პრეზენტაცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ნახატების გამოფენაზე მოხდება, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით წინასაახალწლო დღეებში გაიმართება.

 

ტელ: ნინო ბარათაშვილი – 599 03 30 60, ნანი მჭედლიშვილი – 599 03 30 53

 

13:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთი-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური პრესკონფერენციას გამართავს

თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

 

13:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ბავშვთა სტაციონარებში საწოლების დეფიციტი, სახიფათო ვირუსები.

 

13:30– პირველის პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი

თემა: 2014 წლის ბიუჯეტში პროფესიული განათლების განვითარებისთვის არასაკმარისი თანხები

მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული; საკონტაქტო ნომერი: 595 01 82 45

 

14:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების წარმომადგენელი, დეპუტატი თამარ კორძაია პრესკონფერენციას გამართავს

თემა: ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმა და ახალი პროექტის დეტალები

 

14:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში “სკაიპის” მეშვეობით, ემზარ კვიციანი ბრიფინგს გამართავს.

14:00 – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქუთაისში, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”, გამართავს სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისისა და ქუთაისის სასამართლოებში პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული “მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების” პროექტის ფარგლებში ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ.

14:00 – ფინანსთა მინისტრთან არსებული მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება, რომელზეც ეკონომიკური სფეროს ექსპერტები “საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტს გაეცნობიან.

 

15:00 – პირველის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველობების რეფორმასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას და სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული; საკონტაქტო ნომერი: 595 01 82 45

 

15:00 –  შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის საოკუპაციო ზოლში არსებული ვითარების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.

16:00 – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ) რელიგიური კონფლიქტების შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

მის: ზოვრეთის ქ. #38, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი

 

16:00 – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ “ამირანის” მეორე დარბაზში ულრიხ ზაიდლის მასტერკლასი გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი