გამოძიების ცნობით, ქათამაძემ ბათუმის ბულვარში არსებული ღია თეატრის მიმდებარე ტეროტორიაზე ქვის ფილების დასაგები სამუშაოების ხარვეზით, ვადაზე ადრე ჩაბარების და აღნიშნულ საკითხში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ შემსრულებელს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3 300 ლარი.
სამართალდამცველებმა გოჩა ქათამაძე ქრთამის აღების ბრალდებით 3 დეკემბერს დააკავეს.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
