ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან კი მიმდინარე წლის იანვარ–ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი დაფიქსირდა პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან.
შსს-ს მონაცემებით, შუა აზიის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ყაზახეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელიდან, ხოლო აღმოსავლეთ ევროპიდან – ბელორუსიდან.
შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის ინტერვალში, წინა წელთან შედარებით 12,3%-ით მეტი ვიზიტი განხორციელდა საქართველოში. წლევანდელი მონაცემებით, 1 935 767 ვიზიტი შედგა ტურისტული მიზნით, 1 094 159 ვიზიტი – ტრანზიტული მიზნით და 1 943 706 ვიზიტი – სხვა მიზნით.