ახალი ამბები

ნარკორეალიზაციაში ბრალდებულთა ადვოკატები გირაოს შეფარდებას მოითხოვენ

14 მაისი, 2018 •
ნარკორეალიზაციაში ბრალდებულთა ადვოკატები გირაოს შეფარდებას მოითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 მაისის სპეცოპერაციისაას ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო მსჯელობს მათი აღკვეთის ღონისძიების შესახებ. როგორც დაკავებულთა ადვოკატებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფთათვის გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.

“ვინაიდან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მსჯელობა არ არის პირის დამნაშავეობა-უდანაშაულობის საკითხზე, გირაოს შაუმდგომლობას დავაყენებთ. საკითხი წყდება პირის პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სამქიანობიდან, ჯანმრთელობის, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ის მუშაობდა, სწავლობდა, ეს ყველაფერი ნამდვილად აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გამოყენებული არ იყოს” – აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

მისივე თქმით, შესაძლო დანაშაულის მტკიცებულებებზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან მასალები უნდა შემოწმდეს

“ხაზს ვუსვამ საქმის მასალებს და არ ვსაუბრობ მტკიცებულებებზე, რადგან აღნიშნულმა საქმის მასალამ მტკიცებულების ფორმა რომ მიიღოს, არაერთი სტანდარტი უნდა გაიაროს: მათ შორის- ექპსერტიზები, წარმომავლობა, ობიექტურობა, რამდენად ავთენტურია ეს მტკიცებულება, რამდენად შემხებლობაშია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და რამდენად ასახულია მასზე დანაშაულებრივი ქმედება”.

თავისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს მოთხოვნას ადვოკატი ნინო ლალიაშვილიც აპირებს. მისი თქმით, პროკურატურის მასალები დაცვის მხარემ უკვე შეისწავლა, ბრალდებული კი ბრალს არ აღიარებს.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაყენებთ შუამდგომლობას აღმკვეთი ღონისძიების ნაკლებად მსუბუქი სახის გამოყენებაზე. ეს არის გირაო,” – განაცხადა ნინო ლალიაშვილმა.

რაც შეეხება სხვა გარემოებებს, ჩვენ შევისწავლეთ ყველა მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარემ გადმოგვცა, ასევე ის მასალები, რომლებიც პროკურატურამ გაავრცელა. საუბარია, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა დიდი ხნის ნაცნობ გოგონას კლუბური ნარკოტიკი ექსტაზი… ასე ჩანს, რომ გადასცა. ეს რამდენად სარწმუნოა, სხვა საკითხია” – განმარტა მან.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმაც გააკეთა. როგორც ის აცხადებს:

” ყველა პიროვნება დაკავებიულია სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, ერთი ღამის კლუბის თანამშრომელი დაკავებულია ღამის კლუბთან. რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეში მოიპოვება როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე, ექსპერტიზის დაკვნები. ასევე ფარული საგამოიძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. საქმეში ფიგურირებს 4 მოწმე. მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ეს ის პირები არიან, რომელთაც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს. პროცესის დახურვას არ ვაპირებთ. ჩვენ მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ვითხოვთ,”.

მასალების გადაბეჭდვის წესი