“ერთ-ერთ სტუდენტს სურდა გაევრცელებინა პროკლამაცია ისეთი მოწოდებით, რომ წასულიყვნენ იუსტიციის სახლთან. ჩვენ არ მივეცით აკადემიაში ამის გავრცელების ლოცვა-კურთხევა იმიტომ, რომ ჩვენ ვემორჩილებით ეკლესიას, წმინდა სინოდს. თუ წმინდა სინოდი მოუწოდებს მრევლს, რომ იქ დადგნენ, კი, ბატონო, მაგრამ ჩვენ არავის ლოცვა-კურთხევას არ ვაძლევთ, რომ ასეთ აქციებში მიიღონ მონაწილეობა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გელათის სასულიერო აკადემიის რექტორმა.
მისივე თქმით, ID ბარათებთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეიქმნა კომისია, რომელმაც იმსჯელა ამ საკითხზე და თავისი გადაწყვეტილება დადო. მამა ირაკლი ამბობს, რომ ის აბსოლუტურად ემორჩილება წმინდა სინოდის და ეკლესიის გადაწყვეტილებას:
“აქ არანაირი დაპირისპირება არ არის. არა მარტო ლექტორის მხრიდან, არამედ არც ერთი პედაგოგის, არც ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომლისგან ყოფილა მოწოდება, რომ ან აიღეთ ID ბარათები, ან არ აიღოთ. ეს არ არის აკადემიაში სამსჯელო თემა.”