კომპანია „ნატახტარი“ ეროვნულ ნაკრებს 2011 წლიდან საკუთარი ბრენდის, „ქარვას“ სახელით სპონსორობდა. მხარეები ურთიერთთანამშრომლობით კმაყოფილნი არიან და ხელშეკრულებას კიდევ 2 წლით გააგრძელებენ, თუმცა ამჯერად კალათბურთელთა ნაკრებს სპონსორობას კომპანიის „ნატახტარი“ საკუთარი სახელით გაუწევს.
პრესკონფერენციაზე თანამშრომლობისა და ხელშეკრულების დეტალებზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი ისაუბრებენ.
