საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე საცობი მისაბმელიანი ტრაილერის მოცურების შედეგად წარმოიქმნა:
“სოფელ ხევთან, მკვეთრ მოსახვევში მისაბმელიანი ტრაილერი მოცურდა. ავტომობილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, სავალი გზა ჩაიხერგა და ავტოტრანსპორტი გადაადგილებას ვერ ახერხებს. ადგილზე მობილიზებულია საგზაო დეპარტემენტის რეგიონალური სამსახური და საპატრულო პოლიცია. ამ დროისათვის არის მცდელობა, რომ ტექნიკა ტრაილერთან მივიდეს და სავალი გზიდან გადაიყვანოს”– აცხადებენ საგზაო დეპარტამენტში.
რიკოთის უღელტეხილზე თოვს და ხილვადობა დაბალია. საგზაო დეპატრამენტმა ამინდის გაუარესების გამო რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი გამოაცხადა:
“თოვლის და ცუდი ხილვადობის გამო რიკოთზე სპეციალური მოწყობილობების გარეშე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, ასევე აკრძალულია ტრაილერების და მისაბმელიანი ტექნიკის მოძრაობა.”