ახალი ამბები

სინოპტიკოსების პროგნოზით, განსაკუთრებულად ცივი ზამთარი მოსალოდნელი არ არის

3 დეკემბერი, 2013 •
სინოპტიკოსების პროგნოზით, განსაკუთრებულად ცივი ზამთარი მოსალოდნელი არ არის

 ამასთან, ნინო წვერავას თქმით, პროგნოზის მიხედვით, დღეს ამინდები გაუარესდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე:

 

“დასავლეთ საქართველოში ამინდი დღეს უკვე გაფუჭდა. ძლიერი ქარია დასავლეთ საქართველოში. ამ დილას ძლიერი ქარი ფიქსირდება ქობულეთსა და ბათუმში 24 მეტრი/წამში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვიან ღამით წვიმა უნდა გადავიდეს თოვლში კოლხეთის დაბლობზე, ზღვის სანაპიროზე თოვლს არ ველით. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მთაში – თოვლი,  მაგრამ ეს ყველაფერი ხვალ დღისით უკვე ჩამთავრდება და ხვალიდან გამოიდარებს”,  – ამბობს იგი და დასძენს, რომ ღამით  შესაძლებელია ქუთაისსა და ზუგდიდშიც ითოვოს.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, მას შემდეგ, რაც ხვალიდან გამოიდარებს, უნალექო ამინდები 8 დეკემბრამდე გასტანს, რის შემდეგაც ამინდი ისევ გაუარესდება.

 

წვერავას თქმით, საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი პროგნოზის მიხედვით განსაკუთრებით ცივი ზამთარი მოსალოდნელი არ არის:

 

“ჩვენი პროგნოზით იანვარი თბიილი გამოვიდა და არ ვფიქრობთ, რომ ეს ზამთარი ძალიან ცივი იქნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 15 და 20 გრადუსები იქნება, ყინვებიც დაფიქსირდება, მაგრამ ის, რომ სიცივის თვალსაზრისით რაღაც სასწაული მოხდება, ასეთ პროგნოზს ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ჩვეულებრივი ზამთარი გვექნება”, – აცხადებს იგი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი