გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

“ამ ადამიანთა მდგომარეობა ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს სახელმწიფოს სახეს, საზოგადოების კულტურასა და ღირსებას. ბუნების კანონია, რომ თუ ადამიანს რაიმე უნარი ეზღუდება, სანაცვლოდ უეჭველად ებოძება სხვა ნიჭი. ყველა ადამიანშია პოტენციალი, რომელიც მას ღირსეული ცხოვრების, საზოგადოების კეთილდღეობისათვის შრომის საშუალებას აძლევს”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

მარგველაშვილის თქმით, საჭიროა ხელისუფლების, საზოგადოების, თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კოორდინირებული მუშაობა, რათა ყველა პირობა შეიქმნას ამ შესაძლებლობათა სრულად გამოვლენისა და განვითარებისთვის.

 

“მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ვიქნები საზოგადოების ამ ჯგუფის უფლებათა დამცველი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მალე დაიკავებს ადგილს  ჩემი პირადი მრჩეველი, რომელიც მიზანმიმართულად იმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემატიკაზე”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *