ახალი ამბები

ანონსი – 3 დეკემბერი

3 დეკემბერი, 2013 •
ანონსი – 3 დეკემბერი

09:00 – “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონპროექტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: ქ. თბილისი, სასტუმრო ”ბეტსი”, მაყაშვილის ქ. 32.

 

11:00 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ ეწვევა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებს შეხვდება. ადგილი: პროფესიული კოლეჯი „სპექტრი“ მისამართი: ჭიჭინაძის ქ.10 (აფრიკის დასახლება).

 

11:00 – სასტუმრო „ძველ თბილისში“ (მის.: ქეთევან წამებულის გამზირი №27). საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ – მხარდაჭერით, გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით: „პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში – ვასრულებთ დაპირებას“.

 

11:00 – ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში კვლევების პრეზენტაცია გაიმართება. სასტუმრო “რადისონი ბლუ ივერია”.

 

11:00 – ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სააგენტო პირველის პრესკლუბის სტუმარი იქნება. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. 

 

12:00 _ ქდმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე პირველის პრესკლუბის სტუმარი იქნება. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. 

 

13:00 – განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროსა და მის გამგებლობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლებს შეხვდება. (იუსტიციის სამინისტრო, გორგასლის 24 ა)

 

13:30 – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ადვოკატი მამუკა მდინარაძე, საინიციატივო ჯგუფთან ერთად პრაიმტაიმის პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს. (კოსტავას ქ. 68, მეორე კორპუსი, III სართული).

 

14:00 –  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია ბრავო რექორდსისა და სამინისტროს მუსიკალურ პროექტთან დაკავშირებით, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მონაწილეობენ.

 

14:00 – პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე პირველის პრესკლუბის სტუმარი იქნება. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. 

 

14:30 სთ-ზე  “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პირველის პრესკლუბის სტუმარი იქნება. თემა: მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნის შეჩერება და თვითმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო ნომერი: 595 01 82 45.

 

16:00 – კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა.

 

16:00 – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი არასამათვარობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და განათლების სფეროს ექსპერტებისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვარის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტის გაცნობაა. მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9).

 

18:00 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურისა სამინისტროს მხარდაჭერით, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ასოციაცია „ანიკას“ აღსაზრდელები მოწვეულ მეგობრებთან ერთად სპექტაკლს „სიურპრიზი“ ითამაშებენ.  

 

18.00 –  მწერალთა სახლი ციკლიდან „მთარგმნელები მწერალთა სახლში“ გიწვევთ დალი ფანჯიკიძესთან შეხვედრაზე. მისამართი ი.მაცაბლის ქუჩა 13.

მასალების გადაბეჭდვის წესი