არჩილ კბილაშვილი, ხათუნა პაიჭაძე
არჩილ კბილაშვილი, ხათუნა პაიჭაძე

პაიჭაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო. იგი დასძენს, რომ ამ პოსტზე საკუთარ თავს ვეღარ ხედავდა და დიდხანს გაჩერება არსად არ უყვარს. პაიჭაძის თქმით, მას უკვე აქვს რამდენიმე ვარიანტი საქმიანობის შემდგომი გაგრძელების თვალსაზრისით, მათ შორის სამსახურს სახელმწიფო უწყებაშიც სთავაზობენ.

 

“ცოტა ხანში მივიღებ გადაწყვეტილებას. შემოთავაზება მედიიდანაც მაქვს”, – აცხადებს იგი.

 

პაიჭაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის მას მთავარ პროკურატურაში. პრესსამსახურის სხვა თანამშრომლები უწყებაში რჩებიან.

 

პაიჭაძე ზემოხსენებულ პოსტზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გახდა. კბილაშვილმა პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა და განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *