ახალი ამბები

პუტინს უკრაინის მოვლენები არა რევოლუციას, არამედ погром–ს აგონებს

2 დეკემბერი, 2013 •
პუტინს უკრაინის მოვლენები არა რევოლუციას, არამედ погром–ს აგონებს

პუტინი
პუტინი

‘უკრაინის მოვლენები მე უფრო არა რევოლუციას, არამედ დარბევას მაგონებს”, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ, მისი აზრით, ზემოხსენებულ მოვლენებს უკრაინა–ევროკავშირის ხელშეკრულებასთან საერთო არაფერი აქვს და 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება:

 

“ეს არის შიდა პოლიტიკური პროცესი, ოპოზიციის მცდელობა შეარყიოს მოქმედი ლეგიტიმური ხელისუფლება ქვეყანაში. ის, რაც ახლა ხდება, მიუთითებს იმაზე, რომ წინასწარ კარგად მომზადებული აქციებია, რომელიც, ჩემი აზრით, 2015 წლის საარჩევნო კამპანიისთვის იგეგმებოდა”, – განაცხადა პუტინმა.

 

რუსეთის პირველი პირის თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს უკრაინელმა ხალხმა, რუსეთი მას პატივისცემით მოექცევა.

 

უკრაინაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მომიტინგეები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი