როგორც საპატრიარქოსთან სხვადასხვა სახის სადიზინფექციო საშუალებებით მისულმა მოქალაქეებმა განაცხადეს, მათი მთავარი პროტესტი საპატრიარქოს დამოკიდებულებაა რუსეთთან და პრეზიდენტ პუტინთან.
“განიწმინდოს საპატრიარქო სიბნელის ბაქტერიისგან, რუსეთის მოყვარული და პუტინის მოყვარული მამაოებისგან,” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მათი განმარტებით, მსგავს აქციებს მხოლოდ საეკლესიო ინსტიტუციებთან არ ჩაატარებენ: “სადაც საჭირო იქნება, ყველგან ჩავატარებთ ასეთ აქციას.”
