ახალი ამბები

ღარიბაშვილი: საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია სოჭში არ გაემგზავრება

2 დეკემბერი, 2013 •
ღარიბაშვილი: საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია სოჭში არ გაემგზავრება

“სოჭის ოლიმპიადის ძალიან ცხარე დებატების თემაა საქართველოში, ზოგი მიიჩნევს, რომ საქართველომ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს ოლიმპიურ თამაშებს, სხვები კი პირიქით ფიქრობენ. როგორია საქართველოს ოფიციალური პოზიცია? მონაწილეობს თუ არა საქართველო ოლიმპიურ თამაშებში?”, – ასეთი შეკითხვა დაუსვა ჟურნალისტმა პრემიერს, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა:

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენ გვქონდა დისკუსია იმაზე, უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა საქართველომ ოლიმპიურ თამაშებში. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო მონაწილეობს სოჭის ოლიმპიადაში. ეს გადაწყვეტილება ჩვენ ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით მივიღეთ. ამდენად, ჩვენი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში”

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა მთავრობა სპორტსმენების მხარდასაჭერად ოლიმპიადაზე გამგზავრებას, ღარიბაშვილმა განაცხადა:

“არა. სახელმწიფოს მხრიდან დელეგაცია სოჭში წარმოდგენილი არ იქნება. იქ იქნებიან ჩვენი სპორტსმენები და თანამდებობის პირები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან”

მასალების გადაბეჭდვის წესი