ახალი ამბები

ფანჯიკიძე: საქართველოს ევროპულ არჩევანზე გავლენას ვერაფერი მოახდენს

2 დეკემბერი, 2013 •
ფანჯიკიძე: საქართველოს ევროპულ არჩევანზე გავლენას ვერაფერი მოახდენს

 

“თავად ამ მოვლენებს რაც შეეხება, მე მხოლოდ იმედი შემიძლია გამოვთქვა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება და ორივე მხარე ეცდება, რომ ძალის გამოყენების გარეშე მოაგვაროს პრობლემა. რასაკვირველია, ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს იმას, რაც ხდება, რადგან არიან დაშავებულები და ამ ყველაფერმა დიდი მასშტაბური ხასიათი მიიღო. ერთადერთი, რისკენაც ჩვენ შეგვიძლია მოვუწოდოთ- როგორც დემონსტრანტებს, ისე მთავრობას, არის ის, რომ დიალოგის და ძალის არგამოყენების საშუალებით მოახერხონ კონსესუსამდე მისვლა. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუშინ უკვე იყო გადაცდომა და ძალის გამოყენება, არიან დაშავებულებიც, მაგრამ მაინც სანამ უარესი არ მომხდარა, ალბათ, არის დრო იმისათვის, რომ ორივე მხარე შეეცადოს ვითარების მშვიდობიანად დარეგულირებას”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი