“მე მგონია, რომ კიევში დღეს წყდება არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის ბედი, სამომავლო ორიენტაციის და განვითარების ვექტორების კუთხით, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ევროპული პოლიტიკისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ბედიც, რადგან თუკი უკრაინაში გაიმარჯვა ევროპულმა არჩევანმა, ეს ნიშნავს, რომ პუტინის იდეას ამა თუ იმ ფორმით აღადგინოს საბჭოთა კავშირი, რომელიც მას დიდი ხანია აწვალებს, ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.