როგორც ნორლანდმა დღეს, 2 დეკემბერს ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ყველაფერი სწორი მიმართულებით განვითარდება. იგი ასევე გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო პროცესებს:
“ჩვენ ყველანი ძალიან ფრთხილად ვაკვირდებით კიევსა და უკრაინაში მოვლენების განვითარებას. მე ხაზს გავუსვამდი უკრაინაში ევროკავშირისა და აშშ–ის ელჩების განცხადებებს, რომელთაც ორივე მხარეს ძალადობის თავიდან აცილებისა და საკითხის დიალოგის გზით გადაჭრისაკენ მოუწოდეს”, – განაცხადა ნორლანდმა.