დამოუკიდებლობის მოედანზე უკვე გაშლილია 12 სამხედრო კარავი. ამ დროისთვის მოედანზე აქციის მონაწილეები აგროვებენ შეშას და საკვებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 1 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა კიევის სხვადასხვა ადგილას, აქციის მონაწილეები შეიჭრნენ ქალაქის მერიაში. პოლიციასთან შეტაკება მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ კიევის ქუჩებში დღეს ნახევარ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა. ქვეყანაში მასობრივი წინააღმდეგობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.