“საქართველოს პენ-ცენტრი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ მწერლებს და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისა და ქვეყანაში ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისათვის ბრძოლაში. ჩვენ თქვენთან ერთად მოვიაზრებთ თავს მრავალსაუკუნოვანი და მრავალეროვანი ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის ნაწილად. ვადასტურებთ ღრმა პატივისცემას თქვენი არჩევანისადმი.
გვიგულეთ თქვენ გვერდით ამ გადამწყვეტ წუთებში, გამოვთქვამთ იმედს, რომ თითოეული უკრაინელის მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში გამოიღებს სასურველ შედეგს და უკრაინას მოუტანს მშვიდობას და განვითარებას”.– ნათქვამია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები უკრაიანში დღეს, 1 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ქვეყანაში მასობრივი წინააღმდეგობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.