თვითმხილველების განცხადებით, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ლენინის ძეგლი მოხატეს, მას კიბე მიადგეს და მონუმენტის ჩამოგდება სცადეს, სწორედ ამ დროს მივიდა ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი. 

 

მონუმენტზე საღებავებით დაწერილია სიტყვები “ერის დიდება”. შეკრებილები სკანდირებენ – “სირცხვილი” . აქციის მონაწილეებს და სპეცდანიშნულების რაზმს შორის შეტაკების დროს სპეცრაზმის ავტობუსის მინა გატყდა. პოლიციამ გამოიყენა ასაფეთქებლებიც.

 

მცდელობიდან რამდენიმე წუთში სოციალური ქსელის “ტვიტერის” მეშვეობით გავრცელდა ლენინის ძეგლის ჩამოგდებული ფოტო, თუმცა მოგვიანებით ანგარიში, რომელმაც ფოტო გაავრცელა წაშალეს. ასევე პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ფოტო რეალოაბას არ ასახავდა და ძეგლი ისევ თავის ადგილზე დგას. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *