ახალი ამბები

სიკორსკი და ბილდტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

1 დეკემბერი, 2013 •
სიკორსკი და ბილდტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

“ევროკავშირი კვლავინდებურად მზად არის ხელი მოაწეროს უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებას, როგორც კი პრეზიდენტი იანუკოვიჩი მზად იქნება ამისთვის. ევროკავშირი პირდება უკრაინას, რომ დაეხმარება დებულებების განხორციელებაში. მაგრამ ეკონომიკური რეფორმის მტკიცებულების გარეშე უკრაინის მომავლისთვის არ ჩავერთვებით უაზრო ფასის მქონე ომში.

 

ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტებს- ვან რომპეისა და ბაროზოს: “უკრაინამ თავისუფლად უნდა გადაწყვიტოს, რა სახის ურთიერთობა სურს ევროკავშირთან. მკაცრად ვგმობთ რუსეთის პოზიციას და ქმედებებს”. ჩვენ მათთან ერთად გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. 

 

ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, კიევის საპროტესტო აქციები იყოს მშვიდობიანი. პროტესტის მშვიდობიანი ფორმა ევროპულობის ჭეშმარიტი გამოვლინებაა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინელი ხალხი აიხდენს ევროპულ მომავალზე ოცნებას”– ნათქვამაი განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი