21:26 მაიდანზე ბარიკადებს აშენებენ. აქციის მონაწილეები დაშლას არ გეგმავენ. კიევში 20:00 საათიც არაა.
20:36 აქტივისტები “ევრომაიდანიდან” ასეულობით ავტომობილთა კოლონის საშუალებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ.
” სამასავტომობილიანი კოლონა. წინ!” – დაწერა სოციალურ ქსელში “ВКонтакте” სერგეი კობამ, მისივე თქმით, კოლონას პოლიციამ გზა გადაუკეტა და ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
20:22 უკრაინის პრეზიდენტისგან გამოხმაურება კვლავ არ არის. პრეზიდენტის ვებ–გვერდის მიხედვით, ბოლო განცხადება 1 დეკემბრის დილისაა.
19:56 შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე “არეულობის განსაკუთრებულად აქტიური მონაწილეების” დაკავების შესახებ იუწყება.
19:47 აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან დაბრუნდნენ და ჰიმნს მღერიან.
19:37 ” რია ნოვოსტის” კორესპონდენტი იუწყება, რომ შეტაკებები ბანკოვის ქუჩაზე ამ დროისთვის შეჩერებულია. კიევის დროით 18:00 საათია.
19:00 კიევის ქუჩებში ყველაზე ფრთხილი გათვლებით 250 000–ზე მეტი ადამიანია. ოპოზიციის თქმით, პროტესტერების რაოდენობა ნახევარი მილიონია.
18:59 ყველას განურჩევლად სცემენ, Euronews– ის ოპერატორი რომან კუპრიანოვს ხელკეტი ხელზე მოხვდა.
18:57 “ბერკუტმა” შეკრებილები ადმინისტრაციის შენობიდან გაყარა. “რია ნოვოსტი” იუწყება, რომ გამოიყენეს ხელკეტებიც, არიან დაზარალებულები. ფართობი დაბლოკილია, მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და ბანკოვის ქუჩაზე ბარიკადების მშენებლობას იწყებენ.
Live streaming video by Ustream
18:40 თვითმხილველების განცხადებით, სპეცდანიაშნულების რაზმი პროტესტერებთან პირდაპირ შეტევაზე გადავიდა.
18:35 დემონსტრანტებმა კიევის მერიის ორი სართული დაიკავეს, მერიის ღია კართან მამაკაცები მეგაფონებით ხალხს მოუწოდებენ შენობაში შევიდნენ, სამი შესასვლელიდან ორი ღიაა, შენობის დაცვამ უკან დაიხია.
18:37 პრემირ–მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სიტუაცია კიევში კონტროლირებადია.
18:25 უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დაშავებული პოლიციელების რიცხვი 15–მდე გაიზარდა, 8 მათგანი გადაყვანილია საავადმყოფოში. მომიტინგებს შორის 3 ადამიანია დაშავებული.
18:21 იანუკოვიჩის ადმინისტრაციამ პოლიციის ბარიერი გამართა. ხალხის მასაში რამდენიმე ხმოვანმა ყუმბარამ გაიფრინა. შენობა ძლიერ კვამლშია. ხალხი შენობასთან გაიფანტა.
17:50 უკრაიანის ხელისუფლების წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა ხვალ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
17:44 პოლიციის 5 თანამშრომელი დაშავდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის აღებით მცდელობისას. პოლიციის ინფორმაციით, მან ტრავმა ხელზე მიიღო. მომიტინგეები სკანდირებენ ” პოლიციელები ხალხთან”, აღნიშნული შეატკების დროს ზურგზე მიიღო დაზიანება აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.
17: 39 ოპოზიციური პარტიის “Батькивщина” ლიდერი არსენ აცენოკი აცხადებს, რომ მომიტინგეები მანამდე არ დატოვებენ მაიდანს, ვიდრე უკრაიანის პრემიერ–მინისტრი არ გადადგება