ახალი ამბები

ღარიბაშვილი: საქართველო გაცილებით ნაკლებადაა დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე უკრაინა

30 ნოემბერი, 2013 •
ღარიბაშვილი: საქართველო გაცილებით ნაკლებადაა დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე უკრაინა

ინტერვიუ ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთი დღით ადრე, 27 ნოემბერს გამოქვეყნდა:

 

“უკრაინის არჩევანი ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საქართველო და უკრაინა განსხვავებული შემთხვევებია. საქართველო გაცილებით ნაკლებადაა დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე უკრაინა. რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები საქართველოზე ზეწოლისთვის, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს არ შეიძლება იყოს სერიოზული. საქართველოს 20% ოკუპირებულია, რუსეთმა უკვე აღიარა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. რა შეიძლება მათ კიდევ გააკეთონ”? – ამბობს ღარიბაშვილი. 

 

მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის ინტერესებშიც შედის გადაიჭრას პოლიტიკური დავა საქართველოსა და რუსეთს შორის. 


“რეიტერთან” ინტერვიუში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ყოფილი პრემეირის ვანო მერაბიშვილის პატიმრობასა და უკრიანის ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს პატიმრობას შორის არსებულ პარალლელებზე ისაუბრა: 

 

“ვანო მერაბიშვილი და იულია ტიმოშენკოს შემთხვევები აბსოლუტურად სხვადასხვა ისტორიებია. ზოგიერთ ჩვენ ევროპელ პარტნიორს შესაძლოა ჰქონდეს შეკითხვები, მაგრამ ჩვენ მათ დავარწმუნებთ, რომ მერაბიშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი აბსოლუტურად გამჭირვალეა”– ამბობს ის. 

 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა უკრაინისგან მოითხოვა მიეღო კანონი, რომელიც იული ტიმოშენკოს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას მისცემდა. აღნიშნული კანონი უკრაინაში არ მიიღეს, რითაც ქვეყანამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. 

 

28–29 ნოემბერს ვილნიუსში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ინიცირება მოხდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი