საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე გახსნილია, დადგენილია პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, გამოძიება კი 108–ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის მეტი ინფორმაციის გავრცელება არ შეუძლიათ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 108, განზრახ მკვლელობის მუხლი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთას ვადით 7–დან 15 წლამდე ითალისწინებს.
