აღნიშნულის შესახებ დღეს, 30 ნოემბერს, პარტიის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. –წერს “რია ნოვოსტი”
უკრაინაში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2017 წელს უნდა გაიმართოს. პარტია “УДАР” უკრაინის პარლამეტში 450 დეპუტატიდან 45 დეპუტატითაა წარმოდგენილი, რაც საერთო რაოდენობის 9%–ია. საპრეზიდენტო არჩევნები კი უკრაინაში 2015 წელს უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას კიევის ცენტრალურ მოედანზე გამართული აქცია პოლიციამ დაშალა. აქცის უკრაინის მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარის თქმას მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით დაკავებულია აქციის 35 მონაწილე.
“მომავალი კვირიდან პარლამენტი დაიბლოკება. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ამ ხელისუფლებას, მიიღოს ანტიეროვნული გადაწყვეტილება”,– ამბობს კლიჩკო.
მისივე თქმით, ოპოზიცია მთავრობის, პირველ რიგში კი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს. კლიჩკოა ასევე მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს, შეაფასონ მთავრობის მიერ აქციის დარბვევა. დემონსტარნტების მიმართ ძალის გამოყენება უკვე დაგმო უკრაინაში აშშ–ის ელჩმა ჯეფრი პაიეტმა.