ახალი ამბები

რასმუსენი საქართელოს, აზერბაიჯანს და მოლდოვას ვილნიუსის სამიტის შედეგებს ულოცავს

30 ნოემბერი, 2013 • • 1100
რასმუსენი საქართელოს, აზერბაიჯანს და მოლდოვას ვილნიუსის სამიტის შედეგებს ულოცავს

რასმუსენის განცხადება ნატოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა: 

 

“მივესალმები ვილნისუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთის ვილნიუსის სამიტი განმსაზღვრელი მომენტია ევროკავშირთან ურთიერთობისას. ვულოცავ აზერბაიჯანს, საქართველოს და მოლდოვას სუვერენულ არჩევანს, გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკავშირთან დაკავშირებით მტკიცედ, გამბედავად და დიდი შრომით. 

 

დღევანდელი შეთანხმებები ხელს შუწყობს რეფორმებს, ვაჭრობას და ხალხთა შორის კონტაქტს. შეთანხმებები შეიტანენ დიდ წვლილს ევროპაში თავისუფლების, სტაბილურობის და კეთილდღეობის თვალსაზრისით. მივესელმები შორსმჭვრეტელ, პროგრესულ დღის წესრიგს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის მომავალი ორი წლის განმავლობაში, რომელიც გაამაგრებს და განავითარებს პოლიტიკური ასოციაციის და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს. ეს არის მიზნები, რომლებსაც ნატო იზიარებს და მხარს უჭერს მისი თანამშრომლობის და უსაფრთოების პროგრამის მეშვეობით”– ნათქვამია რასმუსენის განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ ვილნიუსის სამიტის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ინიცირება მოხდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი