ნეტგაზეთი | ანონსი – 30 ნოემბერი ანონსი – 30 ნოემბერი – Netgazeti

ანონსი – 30 ნოემბერი

გთავაზობთ 30 ნოემბერს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

10:30 სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” რიგით მეოცე  საერთო კრება გაიმართება, სადაც საია წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარმოადგენს.

11:00 ,,რეპორტიორის” პრესკლუბში, პარტია “საქართველოს გზის” თავმჯდომარე თემურ მურვანიძე ბრიფინგს გამართავს.

 

თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება.

11:00  ვარდების მოედანზე გაიმართება ავტორბოლა წყვილთა თანრიგში ეტლით მოსარგებლე პირების, პროფესიონალი ავტომბროლელებისა და მათი მეგობრების მონაწილეობით.

11:30 ,,რეპორტიორის” პრესკლუბში, ყოფილი პოლიტპატიმრები ზვიად ბერაძე და ზურაბ ხუბულაშვილი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის არ შექმნასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

11.45 “რეპორტიორის” პრესკლუბში “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს.

 

თემა: მოსალოდნელი აქციები ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე უარის თქმის გამო.

საკონტაქტო ტელ: 557 50 38 23

12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის არ შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

 

12:00 ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია” და ,,საქართველოს ახალგზრდა სოციოლოგთა ასოციაცია” სასტუმრო “Holiday Inn”-ში პროექტის “უმაღლესი განათლების პოლიტიკა-სტუდენტური ხედვა” ფინალური ანგარიშის, სოციალური კვლევის შედეგებისა და პუბლიკაციის პრეზენტაციას გაიმართავს.

საკონტაქტო პირი ანა ფილაური – 571 700 558

12:00 “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში” კვლევის “შრომის კოდექსის დარღვევის ფაქტები ბენზინგასამართ სადგურებზე” პრეზენტაცია გაიმართება.

მის: კ. მარჯანიშვილის ქ. #16, IV კორპ., I სადარბაზო, II სართ. საკონტაქტო ტელ: 595 300 420

12:00 ოპოზიციური პარტიები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან სამინისტროში შეხვედრას გამართავენ.

თემა: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებები.

12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი სოსო შატბერაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

 

თემა: რატომ არ იღებს “მემარცხენე ალიანსი” თვითმმართველობის კოდექსის განხილვაში მონაწილეობას.

13:00″,რეპორტიორის” პრესკლუბში, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ბრიფინგს გამართავს.

 

თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

13:00 საქართველოში უკრაინის საელჩოს ხელშეწყობით, საქართველოში მცხოვრებ უკრაინელთა ასოციაციაში უკრაინელი ხალხის გალადამორის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

 

მის: ქერჩის ქ. #5, ყოფილი ტრიკოტაჟის ფაბრიკის წინ

ტელ: 591 62 73 33 (ია ქვათაძე)

14:00 სასტუმრო “ვერე პალასში” საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტის “ლილოს ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული პრობლემების შესწავლა – შეფასება” პრეზენტაცია გაიმართება.

 

18:00  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ფილიპ დიმიტროვთან და სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველი გამოშვების სადღესასწაულო ღონისძიებას გასხნის.

 

მის: ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32

საკონტაქტო პირი ქეთი ტყეშელაშვილი – 577 55 77 35

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი .