როგორც მიხეილ მაჭავარიანმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის ეთერში განაცხადა, ზეწოლა რუსეთის მხრიდან გაძლიერდება და ხელისუფლება ამისთვის მზად უნდა იყოს:
“ზეწოლა გაძლიერდება, 2 წლის წინ მოაწერა უკრაინამ ხელი, თუმცა ნახეთ, რაც მოხდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ზეწოლისთვის. ჩვენს ხელისუფლებას გაუმართლა, რომ ჰყავს ჩვენნაირი ოპოზიცია, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს იდეალებისთვის”, – განაცხადა მაჭავარიანმა.