ახალი ამბები

‘გირჩის’ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტთან აქციაზე დააკავეს

12 მაისი, 2018 • 1620
‘გირჩის’ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტთან აქციაზე დააკავეს

“გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე დააკავეს.

ჯაფარიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის კორდონთან მივიდა და ითხოვდა, რომ მისულიყო მასთან პასუხისმგებელი პირი და აეხსნა, თუ რატომ არის მობილიზებული პარლამენტის წინ პოლიციის კორდონი.

აქცია პარლამენტთან მას შემდეგ გაიმართა, რაც შსს-ს სპეცრაზმი კლუბებში, “ბასიანსა” და “გალერიში” შევიდა. როგორც შსს-მ განაცხადა, ისინი სამი თვის განმავლობაში ატარებდნენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, რათა ამ კლუბებში ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების ფაქტები შეესწავლათ.

შსს აცხადებს, რომ ამ სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკების 8 გამსაღებელი დააკავეს. ბასიანისა და გალერის მიმდებრე ტერიტორიაზე დააკავეს არაერთი ადამიანი, რა დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი