“რუსმა სახმედროებმა ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ ბარიერების ინსტალაციის პროცესი გააგრძელეს. ეს კიდევ უფრო ართულებს იმ ადამიანების ცხოვრებას, ვისი გადაადგილების თავისუფლება და ხშირად საარსებო საჭირობები თვითნებურად იზღუდება. ეს არის დარღვევა რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების და უნდა შეჩერდეს”, – აცხადებს აპატურაი.
ზემოხსენებული ფაქტის შესახებ დღეს, 29 ნოემბერს შეშფოთება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც გამოხატა.